პოლიტიკა

რა მისწერა ბარაკ ობამამ ბიძინა ივანიშვილს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს წერილი გამოუგზავნა. "ძვირფასო, ბატონო ბიძინა! ჩემთვის სასიხარულო იყო თქვენს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. ტოვებთ რა ამ თანამდებობას, მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა იმ როლისადმი, რომელიც თქვენ შეასრულეთ საქართველოს დემოკრატიის 
მდგრად განვითარებასა და აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.

თქვენმა მიღწევებმა პრემიერ-მინისტრის რანგში, ასევე წარმატებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ, გააძლიერა საქართველო. მსურს, მადლობა მოგახსენოთ ავღანეთში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისათვის საქართველოს მიერ გაწეული დახმარების გამო. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წვლილსა და გაღებულ მსხვერპლს.

იმედის თვალით შევყურებ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან თანამშრომლობას. ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს ყველა წამოწყებაში",-ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/92121-ra-mistsera-barak-obamam-bidzina-ivanishvils.html#ixzz2n5N0E3w3შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი: - ამ 9 წლის განმავლობაში ყველას უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. გაძლიერებული იყო მოსმენები პოლიტიკურ ფიგურებზე, ოპოზიციონერებზე, ბიზნესმენებზე, ექსპერტებზე, ჟურნალისტებზე, ექიმებზე, შავი სამყაროს წარმომადგენლებზე... "ნაცმოძრაობის" წევრები ერთმანეთსაც უსმენდნენ და კომპრომატებს აგროვებდნენ. თითქმის ყველა ძალოვან სტრუქტურას ჰქონდა მოსასმენი აპარატურა. უამრავი მოქალაქის პირადი ცხოვრების კადრები არსებობს. დღეს რამდენიმე მოსამართლეს უნდა, რომ თავი დააღწიოს კუბლაშვილსა და იმ ხალხს, რომლებიც მართავენ სასამართლოს, მაგრამ სწორედ ამ კადრებით აშანტაჟებს მათ საოლქო სასამართლოს ხელმძღვანელი ვალერი ცერცვაძე. ამიტომ იძულებული არიან, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ. ვიცი, რომ ორი მოსამართლის წინააღმდეგაც გამოიყენეს ფარული ჩანაწერები. 
ჰოლანდიიდან ამ დღეებში ერთი კაცი დამიკავშირდა, ხომ არ შეიძენ იმ უზარმაზარი არქივის ნაწილსო...


- ვინ შემოგთავაზათ ეს?
- იმ კაცს ერთ დროს მე ვიცავდი, ბიზნესმენია, გლდანის ციხეში იჯდა შეთითხნილი ბრალდებით, მერე გაატყავეს და გამოუშვეს. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა ევროპის მოქალაქეობასთან ერთად. გათავისუფლების მერე მალე წავიდა ჰოლანდიაში. იქ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დაბოდიალებენ. როგორც მითხრა, ამ ჩანაწერებში ასახული არიან "ნაცმოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები, ოპოზიციონერები, მოსამართლეები, პროკურორები... ვისზეც მოისურვებთ ჩანაწერების ნახვას, იმას მოგყიდიან, შეგიძლია შეარჩიოო. რამდენიმე დეპუტატის გვარიც დამისახელა. 


რამდენად ყიდიან და ვინ ყიდის?
- ფასის გარკვევა არც მიცდია, პირდაპირ უარი ვუთხარი, ვინც გადაიღო, იმან უყუროს სხვისი პირადი ცხოვრების ბინძურ კადრებს-მეთქი. კუდ-ის ყოფილი 
თანამშრომლები ყიდიან, ეტყობა, თან წაიღეს და ცდილობენ ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადონ. ალბათ, ამას მარტო მე არ შემომთავაზებდნენ. თუ სადმე ინტერნეტში დადეს, იციან, ამის გაშიფვრა ადვილია და ამიტომ ასე გავრცელებას არჩევენ. დაახლოებით ვიცი, რომელ გუნდს გადაეყარა ჩემი ნაცნობი, ისინი კუდ-ის ის თანამშრომლები არიან, ყველაფერზე რომ აწერდნენ ხელს. გვარებიც მითხრა, მაგრამ თავს შევიკავებ დასახელებისგან.







- კეზერაშვილის ადვოკატი რომ უარყოფს? რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებთ ამას?
- კეზერაშვილი კი არა, ისეთი ხალხი იძლევა ჩვენებას, გაგიკვირდებათ. ჩვენ გვაქვს ფრანგ ადვოკატებთან ურთიერთობა. ბუნებრივია, დეტალებს არავინ მოგიყვება, კონკრეტულად, რა თქვა, მაგრამ ინფორმაცია მოვიდა, რომ მან ამხილა რამდ
...ენიმე პირი


გარდაიცვალა ნელსონ მანდელა
გარდაიცვალა ნელსონ მანდელა
09-12-2013
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა (როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა) 5 დეკემბერს იოჰანესბურგში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 95 წლის მანდელა 5 თვის წინ ფილტვის ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ჩვენმა ერმა უდიდესი შვილი დაკარგა. ნელსონ მანდელას სიდიადეს მისი ადამიანური ბუნება ედო საფუძვლად. მასში ვხედავდით იმას, რისი დანახვაც საკუთარ თავში გვსურდა"", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ.
ახალგაზრდობაში ნელსონ მანდელა აპარტეიდის რეჟიმს ებრძოდა, რის გამოც ციხეში 27 წელი გაატარა. ამ 27 წლის განმავლობაში ის გახდა აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის და რასობრივი თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ




სად დგას ახალი რადარები დასავლეთის მაგისტრალზე
მძღოლები ხშირად წუხდნენ იმის გამო, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ძალიან დიდი იყო. პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა და იგი 2014 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. კოდექსში ბევრი რამ შეიცვალა, ჯარიმების ნაწილი შემცირდა, თუმცა ნაწილი პირიქით - გაიზარდა.

რა ცვლილებები შევიდა კანონში, ამის გარკვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ლევან მაჭავარიანთან ვცადეთ.

- ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანა რითი იყო გამოწვეული? 
- მთელ რიგ ჯარიმებზე, რომელზეც სახდელი ჩვენი გადმოსახედიდან იყო გაუმართლებლად დიდი, ზღვარი დავწიეთ, უმეტეს შემთხვევაში - გავანახევრეთ. ასევე დაიწია საურავის ზედა ზღვარმა. მაგალითად მოვიყვან ყველასთვის მტკივნეულ ე.წ. რადარის 100-ლარიან ჯარიმას. დამრღვევ მძღოლებს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ძალიან ხშირად უწევდათ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა. ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევებზე მთელი რიგი ცვლილებები მომზადებულიყო. აღნიშნული ინიციატივა ჯარიმის ოდენობებისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადების შემცირებას ითვალისწინებს. ჯარიმების ოდენობა ისე დაიწევს, რომ მძღოლს გარკვეული რიდი მაინც დარჩეს.

- კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა კანონში და იქნებ განგვიმარტოთ, საგზაო მოძრაობის წესების რომელი დარღვევისთვის რა სანქცია ამოქმედდება? 
- კანონპროექტის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) - 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავი 500 ლარის ნაცვლად 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა 1.500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. დგომა-გაჩერების წესების დარღვევა 10-ლარიან ჯარიმასა და გადაუხდელობის შემთხვევაში, 150-ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად მართვის უფლება 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1.000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. ასევე, ნახევრდება ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის არსებული 100-ლარიანი ჯარიმა და ის 50 ლარი იქნება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150-ლარიანი საურავი დაეკისრება. ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა 1500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი. მცირდება აგრეთვე განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დაწესებული 200-ლარიანი ჯარიმა და იგი 100 ლარი იქნება. ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება მძღოლს 1 წლით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისთვის 1.500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 1.000 ლარის გადახდა მოუწევს.

- ზოგ დარღვევაზე ჯარიმა გამკაცრდა. მაგალითად, ჯარიმის ოდენობა გაიზარდა სიმთვრალეზე. ეს გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღეთ?
- დიახ, რიგ გადაცდომებზე ჯარიმები განახევრდება ან იგივე დარჩება, თუმცა ზოგიერთზე გამკაცრდება. ჯარიმების შემცირება ისეთ სამართალდარღვევაზე მოხდება, რომლებიც საზოგადოებას უსამართლობის გრძნობას უჩენდა. ჩვენ უფრო გავამკაცრეთ ჯარიმა სიმთვრალეზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ
ვუდგებით ზერელედ და ზედაპირულად საერთო ჯარიმების პრობლემას. მაგალითად, მძღოლის მიერ ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის შემთხვევაში ადრე ჯარიმა 200 ლარი იყო. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, ნასვამ მძღოლს მართვის უფლებას 6 თვით ჩამოართმევენ. სამწუხაროდ, ადრე საზოგადოების ნაწილისთვის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ვაჟკაცობასთან ასოცირდებოდა, დღეს კი როგორც მინიმუმ, ნასვამი მძღოლი მოსახლეობაში გაკვირვებას იწვევს. ასევე ხშირად ფეხით მოსიარულეები არღვევენ საგზაო წესებს, რაც სავალალო შედეგით სრულდება. ამიტომ ასეთი დარღვევებისთვისაც გაიზარდა ჯარიმის ოდენობა და ის 3 ლარის ნაცვლად 10 ლარი იქნება.

- როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკური მო­ნა­ცე­მები, რომელიც თბილისში ე.წ. სიჩ­ქარის განმსაზღვრელი რადარების დამონტაჟების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგებს ასახავს. რა შეგიძლიათ ამ მონაცემებზე გვითხრათ?
- დიახ, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში, იქ, სადაც რადარები დამონტაჟდა, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 80%-ით იკლო. საგულისხმოა, რომ დაღუპულთა რაოდენობაც 85%-ით შემცირდა. მაგალითად, თბილისში, შარშან ამ პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, წელს მხოლოდ - 6, ხოლო 2013 წლის ნოემბრის თვეში მსხვერპლი საერთოდ არ ფიქსირდება. ეს მონაცემები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პროგრამა წარმატებულია. ამ დროისთვის დედაქალაქში სულ 17 რადარი მუშაობს, სამომავლოდ ეს ციფრი 29-მდე გაიზრდება.

- რაც შეეხება რეგიონებს, აპირებთ თუ არა რადარების საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებას?
- მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისა და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის რეგიონების ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე სიჩქარის მზომი 18 ახალი რადარი დაამონტაჟა. მძღოლებს თუ მიაწვდით ინფორმაციას, კონკრეტულად თუ სად არის ეს რადარები დამონტაჟებული, კარგი იქნება. დღეისათვის ამ ორ რეგიონში რადარები შემდეგ ადგილებზეა განთავსებული:

გურიის რეგიონი: სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე, სოფელ ხაჟალიაში და იქ დასაშვებია 60+15 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა; სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 21-ე კმ-ზე, სოფელ ჭყონაგორაშიც დამონტაჟებულია რადარი და სიჩქარე აქაც 60+15 კმ/სთ-ია. ასევე რადარი მუშაობს ამავე საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, სოფელ შუხუთში. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე, სოფელ გრიგოლეთში; სოფელ შეკვეთილში. აჭარის რეგიონში კი რადარი დამონტაჟებულია გონიოს ციხესთან, სარფის მიმართულებით, ასევე გეზის ტერმინალთან, ბათუმის მიმართულებით და იქ მოძრაობა 90+15 კმ/სთ სიჩქარით არის შესაძლებელი; ბათუმში - ხიმშიაშვილის 9 ნომერთან მოძრაობა დასაშვებია 40+15 კმ/სთ სიჩქარით და რადარი დგას სარფისკენ მიმავალ გზაზე. ანალოგიურად, რადარი დამონტაჟდა ხიმშიაშვილი-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე და იქაც დასაშვებია 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა; ასევე მახინჯაური-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე, 60+15 კმ/სთ სიჩქარით, ორივე მიმართულებით. ხელვაჩაური-ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე 60+15 კმ/სთ, ორივე მიმართულებით, ბობოყვათი-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 78-ე კმ-ზე 90+15 კმ/სთ სიჩქარით, ბათუმის მიმართულებით. ქობულეთში კი აღ­მაშენებლის გამზირის #266 ნომერთან ჩოლოქის მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია 40+15 კმ/სთ-ით, ასევეა ქობულეთში, ფიჭვნარში, ბათუმის მიმართულებით და სიჩქარე განსაზღვრულია 70+15 კმ/სთ-ით. რადარები ორივე მიმართულებით დგას ჩაქვის გვირაბებთან (60+15 კმ/სთ).

- არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მოთხოვნათა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია გახუთმაგდა და ის 2.000 ლარით განისაზღვრა, ასევე საუბრობენ, რომ პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა 15-დღიანი პატიმრობითაც დაისჯება. კანონით როგორ იყო ეს საკითხი ადრე დარეგულირებული და რატომ გადაწყდა ამ კუთხით კანონის გამკაცრება? 
- ეს პრევენციული ღონისძიებაა. მოქალაქეს სამართალდამცავების პატივისცემა და რიდი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ვერ ვიტყვი, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევამ იმატა და ამას უკავშირდება სასჯელის გამკაცრება. ეს ჩვენთან არის ასე - ძარცვის ან სხვა სახის დანაშაულისთვის სასჯელი უფრო მკაცრია, ვიდრე სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვისთვის. ევროპის ქვეყნებში პირიქითაა. მაგალითად, საფრანგეთში ან თუნდაც ბრიტანეთში ძალიან მძიმეა მუხლი, რომელიც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/92168-sad-dgas-akhali-radarebi-dasavlethis-magistralze.html#ixzz2n5MY3l6R

No comments: