
რობენი პირველად ცნობილი გახდა საფეხბურთო კლუბ „გრონინგენში“, სადაც ის თამაშობდა 2000 წლიდან 2001 წლამდე. ორი წლის შემდეგ არიენი სათამაშოდ„PSV-ში“ გადავიდა, რომლის რიგებშიც ნიდერლანდების წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და კლუბთან ერთად ერედივიზიაც მოიგო. მომდევნო საფეხბურთო სეზონში რობენთან კონტრაქტის გაფორმება ბევრ ინგლისურ კლუბს სურდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელი „ჩელსის“შეუერთდა.
კლუბში რობენის დებიუტი ტრავმის გამო გადაიდო, თუმცა დაბრუნების შემდეგ ის გუნდს პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა და 2004 წლის ნოემბერში ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. 2007 წელს არიენმა „ჩელსი“ დატოვა და სათამაშოდ ესპანეთში, მადრიდის „რეალში“გადავიდა. სამეფო კლუბს ეს ტრანფერი €35 მილიონი ევრო დაუჯდა. 2009 წლისაგვისტოში რობენი მიუნხენის „ბაიერნმა“ €25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩშივე ორი გოლი გაიტანა. იმავე სეზონში რობენმა კლუბთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა. თავად ფეხბურთელმა კი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში 5 საჩემპიონო ტიტული მოიგო.
No comments:
Post a Comment