Sunday, June 21, 2015

თბილისის ტრაგედია და აღზევება

ჩვენ ყველა კარგად ვიცით თბილისში განვითარებული მოვლენები თუ რა ტრაგედია დატრიალდა დაიყუპა ხალხი დაიხოცა ცხოველები განადგურდა კერძო საკუთრებები (სალები მანქანები და ა.შ) ასევე ზოგადად ქალაქს დიდი ზიანი მიაყენა ამ წყალდიდობამ მაგრამ მედალს 2 მხარე აქვს ჩენ ქართვემა ხალხმა და ძირითადად თბილისელებმა ძალიან დიდი ერთსულოვნება და ერთობა აჩვენა მთელს მსოფლიოს, ისინი ერთ მუშტად შეკრულები და გაერთიანებულები იდგნენ ერთმანეთის გვერდით და ერთი მიზნისთვის იბრძოდნენ რომ გადაერჩინათ დედაქალაქი. დედა რომელიც ავადაა და დახმარებას ითხოვს დედა რომელმაც გააერთიანა ყველა და ყველაფერი, მან სიყვარული გააღვივა ადამიანებში ყოველ იმ ადამიანში რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა რათა თავისი წვლილი შეეტანა ამ დიდ საქმეში და რაც მთავარია ეს არ იყო ძალით ანუ დაძალებით რათა გამოსულიყვნენ და გაეკეთებინათ ის რასაც ეხლა მტელი თბილისი აკეთებს არამედ პირიქით მათ გვაჩვენე თუ რა შეუძლია ერთობას, ჩვენ მათში დავინახეთ რომ არ არსებობს პრობლემა ან დაბრკოლება ანდა თუნდაც ტრაგედია რომლის გადალახვაც შეუძლებელია თუ ჩევნ ერთად დავდგებით და გავერთიანდებით 

Friday, December 13, 2013

ობამას გვერდით მდგარი „თარჯიმანი“ ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა

როგორ აღმოჩნდა ფოტოზე გამოსახული პირი აკრედიტირებულ პერსონალს შორის და მით უმეტეს, როგორ მოხვდა ის აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით.
ნელსონ მანდელას დაკრძალვის ცერემონიალზე აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით მდგარი „თარჯიმანი“ ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა. - ამის შესახებ მსოფლიო პრესა დღეს იუწყება.
ამასთან, ვერავინ იძლევა პასუხს, როგორ აღმოჩნდა ფოტოზე გამოსახული პირი აკრედიტირებულ პერსონალს შორის და მით უმეტეს, როგორ მოხვდა ის აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით.
ჟესტიკულაცია, რომელსაც ეს მამაკაცი ბარაკ ობამას გამოსვლის თარგმნის დროს იყენებდა, აბსოლუტურად განსხვავებულია ყრუ-მუნჯთა ენის იმ ჟესტებისგან, რომლებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. „თარჯიმნის“ თაღლითობის შესახებ თვითონ ცერემონიალზე ვერავინ შეიტყო - ამის შესახებ მას სემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამხრეთ აფრიკის ყრუ-მუნჯთა საზოგადოებამ და სხვა ორგანიზაციებმა განცხადებები გააკეთეს.
უცხოური მედია წერს, რომ ცერემონიალის დასრულების შემდეგ არ წყდებოდა ზარები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან, ხოლო ელექტრონულ ფოსტებზე შემოვიდა უამრავი წერილი პრეტენზიით, „თარჯიმნის“ ჟესტიკულაციასთან დაკავშირებით.

ქაბულში ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აშშ-ს საელჩოსთან აამოქმედეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შეერთებული შტატების საელჩოსთან აამოქმედეს.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე აფეთქების ხმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთანაც გაისმა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

გარდაიცვალა ჭაბუა ამირეჯიბი

თბილისში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, რომან „დათა თუთაშხიას“ ავტორი. ჭაბუა ამირეჯიბი დაიბადა 1921 წლის 18 ნოემბერს. 1944 წელს, სტუდენტურ პოლიტიკურ გაერთიანება „თეთრ გიორგიში“ მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს და 25 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამჯერ გაიქცა პატიმრობიდან. 1959 წელს გაათავისუფლეს. 1960 წლიდან ეწეოდა სამწერლო მოღვაწეობას.  ჭაბუა ამირეჯიბი ავტორია რომანებისა „გორა მბორგალი“, „გიორგი ბრწყინვალე“, მოთხრობათა კრებულებისა „გზა“, „ძია შოთას ბადია“ , არაკების კრებულისა „თაფლის წვეთი“, მის კალამს ეკუთვნის სცენარები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები,  სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე. მისი შემოქმედების მწვერვალია რომანი "დათა თუთაშხია", რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა.

Thursday, December 12, 2013

სნოუდენი წლის ადამიანი

სნოუდენი წლის ადამიანად დაასახელეს
აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი ბრიტანული გაზეთ The Guardian-ის მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა.

2013 წლის ივნისში სნოუდენმა პრესას მასშტაბურ ინტერნეტ-თვალთვალზე საიდუმლო მონაცემები გადასცა, რომელსაც ამერიკელი სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებლებზე აწარმოებდნენ.

The Guardian წლის ადამიანს ღია ხმის მიცემით ადგენს. სნოუდენს ხმა 1400-ზე მეტმა ადამიანმა მისცა (არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40 პროცენტი).

გამოცემის წარმომადგენლების თქმით, ჯერ კიდევ 6 თვის წინ ედვარდ სნოუდენის სახელი არავინ იცოდა და ბევრს არ შეეძლო ეთქვა, სინამდვილეში რას საქმიანობდა NSA და სხვა
სპეცსამსახურები. ახლა კი, სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული მასალების წყალობით, ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხები და ქსელზე თვალთვალის პრობლემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვად თემად იქცა.

სნოუდენის მეტოქეები იყვნენ ნავთობის პლატფორმა "პრირაზლომნაიაზე" აქციის მონაწილეები, "გრინპისის" აქტივისტები მარკო ვებერი და სინი საარელა, რომელთაც 314 ხმით მეორე ადგილი დაიკავეს, რომის პაპი ფრანცისკი, რომელიც 153 ხმით მესამე ადგილზე გავიდა და ასევე მეწარმე ელონ მასკი, მუსიკოსი კენი ვესტი და ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი, რომელიც წელს "უიმბლდონის" გამარჯვებული გახდა.

გამოცემის ვერსიით,  2012 წელს წლის ადამიანად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ბრედლი მენინგი დასახელდა. მენინგმა 2010 წელს ორგანიზაცია WikiLeaks 700000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ოპერაციებს ეხებოდა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/msoplio/92228-snoudeni-tslis-adamianad-daasakheles.html#ixzz2nFgvdrUC

Tuesday, December 10, 2013

ობამას წერილი ბიძინასთნ

რა მისწერა ბარაკ ობამამ ბიძინა ივანიშვილს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს წერილი გამოუგზავნა. "ძვირფასო, ბატონო ბიძინა! ჩემთვის სასიხარულო იყო თქვენს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. ტოვებთ რა ამ თანამდებობას, მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა იმ როლისადმი, რომელიც თქვენ შეასრულეთ საქართველოს დემოკრატიის
მდგრად განვითარებასა და აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.

თქვენმა მიღწევებმა პრემიერ-მინისტრის რანგში, ასევე წარმატებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ, გააძლიერა საქართველო. მსურს, მადლობა მოგახსენოთ ავღანეთში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისათვის საქართველოს მიერ გაწეული დახმარების გამო. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წვლილსა და გაღებულ მსხვერპლს.

იმედის თვალით შევყურებ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან თანამშრომლობას. ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს ყველა წამოწყებაში",-ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/92121-ra-mistsera-barak-obamam-bidzina-ivanishvils.html#ixzz2n5N0E3w3

გარდაიცვალა ნელსონ მანდელა

გარდაიცვალა ნელსონ მანდელა
გარდაიცვალა ნელსონ მანდელა
09-12-2013
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა (როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა) 5 დეკემბერს იოჰანესბურგში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 95 წლის მანდელა 5 თვის წინ ფილტვის ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ჩვენმა ერმა უდიდესი შვილი დაკარგა. ნელსონ მანდელას სიდიადეს მისი ადამიანური ბუნება ედო საფუძვლად. მასში ვხედავდით იმას, რისი დანახვაც საკუთარ თავში გვსურდა"", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ.
ახალგაზრდობაში ნელსონ მანდელა აპარტეიდის რეჟიმს ებრძოდა, რის გამოც ციხეში 27 წელი გაატარა. ამ 27 წლის განმავლობაში ის გახდა აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის და რასობრივი თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ