Friday, December 13, 2013

ობამას გვერდით მდგარი „თარჯიმანი“ ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა

როგორ აღმოჩნდა ფოტოზე გამოსახული პირი აკრედიტირებულ პერსონალს შორის და მით უმეტეს, როგორ მოხვდა ის აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით.
ნელსონ მანდელას დაკრძალვის ცერემონიალზე აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით მდგარი „თარჯიმანი“ ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა. - ამის შესახებ მსოფლიო პრესა დღეს იუწყება.
ამასთან, ვერავინ იძლევა პასუხს, როგორ აღმოჩნდა ფოტოზე გამოსახული პირი აკრედიტირებულ პერსონალს შორის და მით უმეტეს, როგორ მოხვდა ის აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით.
ჟესტიკულაცია, რომელსაც ეს მამაკაცი ბარაკ ობამას გამოსვლის თარგმნის დროს იყენებდა, აბსოლუტურად განსხვავებულია ყრუ-მუნჯთა ენის იმ ჟესტებისგან, რომლებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. „თარჯიმნის“ თაღლითობის შესახებ თვითონ ცერემონიალზე ვერავინ შეიტყო - ამის შესახებ მას სემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამხრეთ აფრიკის ყრუ-მუნჯთა საზოგადოებამ და სხვა ორგანიზაციებმა განცხადებები გააკეთეს.
უცხოური მედია წერს, რომ ცერემონიალის დასრულების შემდეგ არ წყდებოდა ზარები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან, ხოლო ელექტრონულ ფოსტებზე შემოვიდა უამრავი წერილი პრეტენზიით, „თარჯიმნის“ ჟესტიკულაციასთან დაკავშირებით.

No comments: