Friday, December 13, 2013

ობამას გვერდით მდგარი „თარჯიმანი“ ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა

როგორ აღმოჩნდა ფოტოზე გამოსახული პირი აკრედიტირებულ პერსონალს შორის და მით უმეტეს, როგორ მოხვდა ის აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით.
ნელსონ მანდელას დაკრძალვის ცერემონიალზე აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით მდგარი „თარჯიმანი“ ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა. - ამის შესახებ მსოფლიო პრესა დღეს იუწყება.
ამასთან, ვერავინ იძლევა პასუხს, როგორ აღმოჩნდა ფოტოზე გამოსახული პირი აკრედიტირებულ პერსონალს შორის და მით უმეტეს, როგორ მოხვდა ის აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით.
ჟესტიკულაცია, რომელსაც ეს მამაკაცი ბარაკ ობამას გამოსვლის თარგმნის დროს იყენებდა, აბსოლუტურად განსხვავებულია ყრუ-მუნჯთა ენის იმ ჟესტებისგან, რომლებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. „თარჯიმნის“ თაღლითობის შესახებ თვითონ ცერემონიალზე ვერავინ შეიტყო - ამის შესახებ მას სემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამხრეთ აფრიკის ყრუ-მუნჯთა საზოგადოებამ და სხვა ორგანიზაციებმა განცხადებები გააკეთეს.
უცხოური მედია წერს, რომ ცერემონიალის დასრულების შემდეგ არ წყდებოდა ზარები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან, ხოლო ელექტრონულ ფოსტებზე შემოვიდა უამრავი წერილი პრეტენზიით, „თარჯიმნის“ ჟესტიკულაციასთან დაკავშირებით.

ქაბულში ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აშშ-ს საელჩოსთან აამოქმედეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შეერთებული შტატების საელჩოსთან აამოქმედეს.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე აფეთქების ხმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთანაც გაისმა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

გარდაიცვალა ჭაბუა ამირეჯიბი

თბილისში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, რომან „დათა თუთაშხიას“ ავტორი. ჭაბუა ამირეჯიბი დაიბადა 1921 წლის 18 ნოემბერს. 1944 წელს, სტუდენტურ პოლიტიკურ გაერთიანება „თეთრ გიორგიში“ მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს და 25 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამჯერ გაიქცა პატიმრობიდან. 1959 წელს გაათავისუფლეს. 1960 წლიდან ეწეოდა სამწერლო მოღვაწეობას.  ჭაბუა ამირეჯიბი ავტორია რომანებისა „გორა მბორგალი“, „გიორგი ბრწყინვალე“, მოთხრობათა კრებულებისა „გზა“, „ძია შოთას ბადია“ , არაკების კრებულისა „თაფლის წვეთი“, მის კალამს ეკუთვნის სცენარები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები,  სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე. მისი შემოქმედების მწვერვალია რომანი "დათა თუთაშხია", რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა.

Thursday, December 12, 2013

სნოუდენი წლის ადამიანი

სნოუდენი წლის ადამიანად დაასახელეს
აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი ბრიტანული გაზეთ The Guardian-ის მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა.

2013 წლის ივნისში სნოუდენმა პრესას მასშტაბურ ინტერნეტ-თვალთვალზე საიდუმლო მონაცემები გადასცა, რომელსაც ამერიკელი სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებლებზე აწარმოებდნენ.

The Guardian წლის ადამიანს ღია ხმის მიცემით ადგენს. სნოუდენს ხმა 1400-ზე მეტმა ადამიანმა მისცა (არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40 პროცენტი).

გამოცემის წარმომადგენლების თქმით, ჯერ კიდევ 6 თვის წინ ედვარდ სნოუდენის სახელი არავინ იცოდა და ბევრს არ შეეძლო ეთქვა, სინამდვილეში რას საქმიანობდა NSA და სხვა
სპეცსამსახურები. ახლა კი, სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული მასალების წყალობით, ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხები და ქსელზე თვალთვალის პრობლემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვად თემად იქცა.

სნოუდენის მეტოქეები იყვნენ ნავთობის პლატფორმა "პრირაზლომნაიაზე" აქციის მონაწილეები, "გრინპისის" აქტივისტები მარკო ვებერი და სინი საარელა, რომელთაც 314 ხმით მეორე ადგილი დაიკავეს, რომის პაპი ფრანცისკი, რომელიც 153 ხმით მესამე ადგილზე გავიდა და ასევე მეწარმე ელონ მასკი, მუსიკოსი კენი ვესტი და ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი, რომელიც წელს "უიმბლდონის" გამარჯვებული გახდა.

გამოცემის ვერსიით,  2012 წელს წლის ადამიანად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ბრედლი მენინგი დასახელდა. მენინგმა 2010 წელს ორგანიზაცია WikiLeaks 700000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ოპერაციებს ეხებოდა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/msoplio/92228-snoudeni-tslis-adamianad-daasakheles.html#ixzz2nFgvdrUC

Tuesday, December 10, 2013

ობამას წერილი ბიძინასთნ

რა მისწერა ბარაკ ობამამ ბიძინა ივანიშვილს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს წერილი გამოუგზავნა. "ძვირფასო, ბატონო ბიძინა! ჩემთვის სასიხარულო იყო თქვენს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. ტოვებთ რა ამ თანამდებობას, მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა იმ როლისადმი, რომელიც თქვენ შეასრულეთ საქართველოს დემოკრატიის
მდგრად განვითარებასა და აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.

თქვენმა მიღწევებმა პრემიერ-მინისტრის რანგში, ასევე წარმატებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ, გააძლიერა საქართველო. მსურს, მადლობა მოგახსენოთ ავღანეთში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისათვის საქართველოს მიერ გაწეული დახმარების გამო. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წვლილსა და გაღებულ მსხვერპლს.

იმედის თვალით შევყურებ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან თანამშრომლობას. ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს ყველა წამოწყებაში",-ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/92121-ra-mistsera-barak-obamam-bidzina-ivanishvils.html#ixzz2n5N0E3w3

გარდაიცვალა ნელსონ მანდელა

გარდაიცვალა ნელსონ მანდელა
გარდაიცვალა ნელსონ მანდელა
09-12-2013
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა (როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა) 5 დეკემბერს იოჰანესბურგში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 95 წლის მანდელა 5 თვის წინ ფილტვის ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ჩვენმა ერმა უდიდესი შვილი დაკარგა. ნელსონ მანდელას სიდიადეს მისი ადამიანური ბუნება ედო საფუძვლად. მასში ვხედავდით იმას, რისი დანახვაც საკუთარ თავში გვსურდა"", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ.
ახალგაზრდობაში ნელსონ მანდელა აპარტეიდის რეჟიმს ებრძოდა, რის გამოც ციხეში 27 წელი გაატარა. ამ 27 წლის განმავლობაში ის გახდა აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის და რასობრივი თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ

თქვენ გაგიმართლათ თუ...................

... თუ დღეს დილით გაიღვიძეთ ჯანმრთელმა, თქვენ გაცილებით იღბლიანი ხართ, ვიდრე ის 1 000 000 ადამიანი, რომელიც ვეღარასოდეს გაიღვიძებს შემდეგ კვირას.
... თუ არასოდეს გადაგიტანიათ ომი, პატიმრის მარტოობა, წამების აგონია და შიმშილი, თქვენ უფრო გაგიმართლათ, ვიდრე 500 მილიონ ადამიანს დედამიწაზე.
... თუ შეგიძლიათ წახვიდეთ ეკლესიაში, შიშის, და პატიმრობის ან სიკვდილის მუქარის გარეშე, თქვენ უფრო გაგიმართლათ, ვიდრე 3 მილიარდ ადამიანს დედამიწაზე.
... თუ გაქვთ სახლი და საკუთარი საწოლი, თქვენს მაცივარში არის საჭმელი, გაცვიათ და გახურიათ, თქვენ უფრო მდიდარი ხართ, ვიდრე ჩვენი პლანეტის 75%.
... თუ თქვენ გაქვთ ანგარიში ბანკში, საფულეში ფული და ცოტაოდენი ყულაბაშიც კი, თქვენ მიეკუთვნებით პლანეტის უზრუნველყოფილი ადამიანების 12% – ს
... თუ თქვენ კითხულობთ ამას, არ მიეკუთვნებით იმ 2 მილიარდ ადამიანს ვინც არ იცის კითხვა.

Monday, December 9, 2013

კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ფარულ ჩანაწერებს ყიდიან(?!)


რა ბინძური მეთოდებით მოქმედებდა ძველი ხელისუფლება და ქვეყანაში რომ ტოტალური მოსმენები იყო, ყველამ იცის. ათასობით ვიდეო და აუდიოფაილი, სადაც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო აღბეჭდილი, უკვე განადგურდა, მაგრამ შიშობენ, რომ ასლები მაინც არსებობს და მათ გამოქვეყნებას ვიღაცები მაინც შეეცდებიან. შალვა ხაჭაპურიძე ირწმუნება, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები ამ ფირების გაყიდვას უცხოეთიდან ცდილობენ. ამბობს, რომ ჰოლანდიიდან დაურეკეს და ფირების შეძენა შესთავაზეს.

დეტალური ინფორმაცია პოლ უოქერის გარდაცვალების შესახებ:
უცხოური პრესით პოლ უოქერის დაღუპვასთან დაკავშირებული დეტალები ვრცელდება. ლოს-ანჟელესელმა სამართალდამცველებმა, ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა გვამების ექსპერტიზის შედეგად, ოფიციალური ინფორმაცია განასაჯაროვეს. 

გაირკვა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი, ფილმ "ფორსაჟის" მთავარი გმირი, პოლ უოქერი და მისი თანმხლები პირი, როჯერ როდასი, "ტრავმატოლოგიური და თერმული დაზიანებების" შედეგად დაიღუპნენ. კერძოდ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ როდასმა სასიკვდილო ტრავმები ავარიის დროს მიიღო, ხოლო მსახიობის სიკვდილი კი ტრავმების გარდა, თერმულმა დაზიანებებმა გამოიწვია. გამოძიების მიერ ასევე დადგინდა, რომ ავარიის მომენტში, საჭეს როჯერ როდასი მართავდა.

2013 წლის 30 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 15:30-ზე, უოქერი და მისი მეგობარი როჯერ როდასი, საქველმოქმედო ფონდ "ღეაცჰ Oუტ ჭორლდწიდე"-ის, ტაიფუნ ჰაიანის მსხველპლთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე მივიდნენ. ისინი მალევე წამოვიდნენ ღონისძიებიდან წითელი "Pორსცჰე ჩარრერა Gთ"-თი რომელიც როდასს ეკუთვნოდა. გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ღამის განათების ბოძსა და გვერდზე მდგომ ხეს დაეჯახა. მანქანა მაშინვე აალდა. ლოს-ანჯელესის შერიფის განყოფილებამ განაცხადა, რომ ორივე მგზავრი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. ავტო-კატასტროფის მიზეზად მაღალი სიჩქარე სახელდება. მსახიობი 40 წლის იყო.

უოქერის ტრაგიკულმა დაღუპვამ კინოსტუდია Universal Pictures-ის გეგმებიც შეცვალა. "ფორსაჟი 7"-ის გადაღებები გაურკვეველი დროით გადაიდო. სურათზე მუშაობა კვირას, 1 დეკემბერს, ატლანტაში უნდა გაგრძელებულიყო. კულუარული ინფორმაციით, გადაღებების პროცესის სრულ შეჩერებაზე ლაპარაკი არაა და სურათი ყველა შემთხვევაში დასრულდება, მით უმეტეს, რომ ფილმის არსებითი ნაწილი უკვე გადაღებულია. ჯგუფს გადაღებები აბუ-დაბიში 2014 წლის იანვარს უნდა გაეგრძელებინა. სურათის პრემიერა 2014 წლის 11 ივლისს არის დანიშნული.

Universal Pictures-ის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ ფილმის "ფორსაჟი 6" ლიცენზირებული ასლების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი დაღუპული პოლ უოქერის საქველმოქმედო ფონდ Reach Out WorldWide-ში გადარიცხონ. 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მსახიობმა ფონდის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო, რადგან დარწმუნდა, რომ ადგილობრივ მმართველობას არ შესწევდა უნარი უზრუნველეყო ყველა აუცილებელი სამშველო დანაყოფებით.

"ფორსაჟი 6"-ის ლიცენზირებული ასლები Blu-ray-ს ფიზიკურ მატარებლებზე, DVD-სა და ციფრული კოპიების სახით ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვაში 2013 წლის 10 დეკემბერს გამოვა.


პოლ უოქერი
პოლ უოქერი
პოლ უოქერი
პოლ უოქერი

Sunday, December 8, 2013

დღის ისტორია

    არიენ რობენი (დ. 23 იანვარი1984) — ნიდერლანდელიფეხბურთელი, რომელიც თამაშობს გერმანიის ბუნდესლიგის კლუბმიუნხენის „ბაიერნში“. ამპლუით თავდამსხმელია, თუმცა ასევე თამაშობს გარემარბად და წინ წაწეული ნახევარმცველისპოზიციაზე. ცნობილია დრიბლინგით, სისწრაფითა და მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით განხორციელებული ზუსტი, გრძელი დარტყმებით. არის ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და მის რიგებში მონაწილეობა მიიღო ევროპის 2004,20082012 წლების ჩემპიონატებსა და მსოფლიოს 20062010წლების ჩემპიონატებში. 2013 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამავე გათამაშების ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
    რობენი პირველად ცნობილი გახდა საფეხბურთო კლუბ „გრონინგენში“, სადაც ის თამაშობდა 2000 წლიდან 2001 წლამდე. ორი წლის შემდეგ არიენი სათამაშოდ„PSV-ში“ გადავიდა, რომლის რიგებშიც ნიდერლანდების წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და კლუბთან ერთად ერედივიზიაც მოიგო. მომდევნო საფეხბურთო სეზონში რობენთან კონტრაქტის გაფორმება ბევრ ინგლისურ კლუბს სურდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელი „ჩელსის“შეუერთდა.
    კლუბში რობენის დებიუტი ტრავმის გამო გადაიდო, თუმცა დაბრუნების შემდეგ ის გუნდს პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა და 2004 წლის ნოემბერში ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. 2007 წელს არიენმა „ჩელსი“ დატოვა და სათამაშოდ ესპანეთშიმადრიდის „რეალში“გადავიდა. სამეფო კლუბს ეს ტრანფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა. 2009 წლისაგვისტოში რობენი მიუნხენის „ბაიერნმა“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩშივე ორი გოლი გაიტანა. იმავე სეზონში რობენმა კლუბთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა. თავად ფეხბურთელმა კი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში 5 საჩემპიონო ტიტული მოიგო.

    Thursday, December 5, 2013

    აინშტაინის გამონათქვამები

    • მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.
    • ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.
    • ღმერთი კამათელს არ თამაშობს! (ალბათობის თეორიაზე გაღიზიანებულმა თქვა ეს სიტყვები)
    • პოლიტიკა უფრო რთული რამაა, ვიდრე ფიზიკა.
    • მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც საკმაოდ სწრაფად მოდის.
    • კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან, ქალებს კი ,პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება.
    • რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება, ერთი და იგივე ხის სხვადასხვა ტოტებია.
    • მეცნიერება არის კაცი, რომელიც ამჯობინებს, გამოთვალოს, ვიდრე ივარაუდოს.
    • გენიალურობა სიმარტივეშია.
    • ცოდნა საჭიროა, მაგრამ ცოდნაზე უფრო საჭირო ფანტაზიის უნარია.
    • ღმერთისთვის ჩვენ ყველა ერთნაირად ბრძენი და ერთნაირად სულელნი ვართ.
    • ჟეშმარიტება არის ის, რაც უძლებს ექსპერიმენტებს.
    • გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.
    • ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.
    • როცა ჩნდება მნიშვნელოვანი პრობლემა, მას იმავე აზროვნების დონით ვერ გადავწყვეტთ , რომელზეც ჩვენი გონება იმყოფებოდა, როცა ეს პრობლემა შექმნა.
    • გეომეტრიის აქსიომები ვინმეს ინტერესს რომ ეხებოდეს, მათ უეჭველად უარყოფდნენ.
    • მხოლოდ მაშინ გესმის რაიმე საფუძვლიანად, თუკი შეგიძლია ეს ბებიაშენსაც კი აუხსნა.
    • იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა.
    • ყველაზე რთულია გაიგო, რატომ იხდი საშემოსავლო გადასახადს.
    • ოცნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა.~